ქართული დამწერლობა
ისტორია
ქართული დამწერლობის შემოღების თარიღზე მიმანიშნებელი ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი წყარო არ არსებობს. XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი მას ფარნავაზ I-ს მიაწერს, ძვ. წ. III საუკუნეში, თუმცა ამის დამადასტურებელი უფრო ადრინდელი საბუთი არ არის. ქართული ლიტერატურის ჩვენამდე მოღწეული უძველესი ძეგლი „შუშანიკის წამება“ (V საუკუნე) მიანიშნებს, რომ მის დაწერამდე უნდა არსებულიყო განვითარებული წერილობითი კულტურა. ამასთან, პროფესორ რევაზ ბარამიძის მიერ 1990-იანი წლების დამდეგს დადასტურებულია, რომ „ქართლის ცხოვრებაში“ ჩართული „ცხოვრება ფარნავაზისი“ არის ფარნავაზისთანამედროვე ჟამთააღმწერლის მიერ შექმნილი თხზულება, თუმცა ეს ფაქტი ამ პერიოდში ქართული დამწერლობის არსებობას ვერ ადასტურებს.
ბოლო დრომდე, არქეოლოგიური მონაცემებით ქართული ანბანის შექმნას ახ. წ. IV—V საუკუნეებს უკავშირებდნენ (დავათის სტელის ასომთავრული წარწერა (ახ. წ. IV საუკუნე) და ბოლნისის სიონის ასომთავრული წარწერა (492—493 წწ)). აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის ხელმძღვანელობით ნეკრესში (კახეთი) 1990-იან და 2000—2003წლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოპოვებული მასალები იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ქართული ანბანი უფრო ადრე უნდა ყოფილიყო შექმნილი.
1940 წელს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მცხეთა-არმაზში ნაპოვნია დამწერლობის რამდენიმე ანტიკური ძეგლი. წარწერები შესრულებულია ბერძნულ ენაზე. იქვეა უცნობ ალფავიტზე შესრულებული რამდენიმე ნიშანი, რომლებიც პავლე ინგოროყვასმოსაზრებით ქართული ასომთავრული დამწერლობის უძველესი ნუმუშები უნდა იყოს,
არსებობს ქართული დამწერლობის შექმნის სომხური ისტორიული წყაროების გადმოცემაც, რომელიც სომხურ დაალბანურ ანბანებთან ერთად, ქართულის შექმნასაც V საუკუნის სომეხ ისტორიკოს მესროპ მაშტოცს მიაწერს. ეს ცნობა დაცულია V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, კორიუნის თხზულებაში ”მაშტოცის ცხოვრება და მოღვაწეობა”.ივანე ჯავახიშვილმა შეისწავლა კორიუნის ეს თხზულება, და დაასკვნა, რომ მესროპის მიერ ქართული ანბანის შექმნის ვერსია VI საუკუნის ჩანართია. ამასთან, V საუკუნის სომეხი ისტორიკოსი ლაზარი პარფელი მაშტოცს მხოლოდ სომხური ანბანის შემქმნელად მიიჩნევს.
სომხურსა და ქართულ ანბანებს შორის მსგავსებებთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი სხვაობა არსებობს: ქართული და სომხური დამწერლობები შედგენილია ასოთა მიმდევრობის სხვადასხვა სისტემით — ქართული ანბანის პირველი ნაწილი ემთხვევა ბერძნული ანბანის ასოთა განლაგებას, ხოლო ქართულისთვის დამახასიათებელი ასოები ანბანის ბოლოშია თავმოყრილი (ღ, ყ, შ, ჩ, ც, ძ, წ, ჭ, ხ, ჯ, ჰ), სომხურ ანბანში კი, სომხური ენისთვის დამახასიათებელი ასოები ძირითად ანბანურ ასოებს შორის არის გაფანტული. [6] ამდენად, სომხური და ქართული ანბანების ასოთა რიგი ერთმანეთს არ ემთხვევა; განსხვავდება ასოთა სახელები და მათი რიცხვითი მნიშვნელობები, რომლებიც, რ. პატარიძის და ივ. ჯავახიშვილის აზრით, ქართული ანბანის სომხურიდან წარმოშობის შემთხვევაში ერთმანეთს დაემთხვეოდა.[7][8] მიუხედავად ამისა, ქართულასომთავრულსა და სომხურ ერკათაგირს შორის მართლაც არის დიდი მსგავსება გრაფიკაში. ერკათაგირიც ასომთავრულის მსგავსად ორ ხაზოვან სისტემაში იწერება და მისი ასო–ნიშნები ხაზებისა და წრეების (რკალების) კომბინაციითაა მიღებული. გარდა ერკათაგირისა, ქარულ ნუსხურს სტილისტურად და გრაფიკულად ჰგავს ერკათაგირის შემდგომი სახე — ბოლორგირი. ბოლორგირში, ისევე როგორც ქართულ ნუსხურში, ასოებს კუთხოვანი ფორმა აქვს, მარცხნიდან მარჯვნივაა დახრილი და ვერტიკალური ხაზები ჰორიზონტალურთან შედარებით სქელია. თუმცა, გრაფიკული და სტილისტური მსგავსებით მტკიცება მათ საერთო შემქმნელზე მხოლოდ ვარაუდია. ამ თეორიას ასუსტებს ბოლო დროს არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი ასომთავრულის უძველესი ნიმუშები, რომლებიც სავარაუდოდ გაცილებით ადრეულ ხანას განეკუთვნება (ნეკრესისა (ახ. წ. I ს) და დავათის (IV ს) წარწერები), ვიდრე თავად მესროპ მაშტოცის მოღვაწეობის ხანა (V ს).
ქართული დამწერლობის ისტორიული
სახეები
ქართული დამწელობა შედგება სამი ისტორიული სახისაგან, სისტემისაგან: ასომთავრული (ხუცური ასომთავრული, მრგვლოვანი, მთავრული), ნუსხური (ხუცური, ნუსხა-ხუცური, კუთხოვანი) და მხედრული. თითოეულ მათგანს თავისი გრაფიკული დამახასიათებელი სტილი აქვს, მაგრამ ასოთა მოხაზულობათა ცვალებადობის თვალსაზრისით ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის განვითარების შედეგია, ხოლო მხედრული — ნუსხურისა. ეს ცვლილებები თავის მხრივ განსაზღვრა სწრაფი, გამარტივებული წერისაკენ მისწრაფებამ, რასაც წიგნზე მზარდი მოთხოვნილება განაპირობებდა. ქართული დამწერლობის ტიპიზაცია იყენებს სამი ქართული დამწერლობის ცნებას.
ასომთავრული
სომთავრული — უძველესია აღმოჩენილ ქართულ დამწერლობებს შორის. ხელნაწერები მოიპოვება ძვ. წ. I საუკუნიდან[9] და ითვლება, რომ ამ დრომდე ეს ერთად-ერთი ქართული დამწერლობა იყო. ასომთავრულით შესრულებული ადრეული ნიმუშებია დავათის სტელა (367), პალესტინის 433 წლის ბაკურისა და გრი-ორმიზიდის წარწერა, ბოლნისის სიონის 493—494 წლების სამშენებლო წარწერა, V—VI საუკუნეების ფალიმფესტური ხელნაწერები, მცხეთის ჯვრის VI—VII საუკუნის წარწერები და სხვა. XI საუკუნემდე გვხვდება ხელნაწერები, რომლებიც მთლიანად ასომთავრულითაა შესრულებული; შემდგომ საუკუნეებში კი ასომთავრულს იყენებდნენ ეპიგრაფული წარწერებისთვის, ასევე ხელნაწერებში სათაურებისა და საზედაო, მთავრული ასოების შესასრულებლად, რის გამოც დამწერლობის ამ სახეს უმკვიდრდება სახელწოდება „ასომთავრული“. მოხაზულობათა ფორმების მიხედვით მას „მრგლოვანიც“ ეწოდება. ითვლება, რომ თავიდან ასომთავრული ვითარდებოდა ბერძნულისა (ახალი აღთქმა) და არამეულის (ძველი აღთქმა) ზეგავლენით უპირატესად როგორც ქრისტიანული სარწმუნოების დამწერლობა — ტიპობრივად იგი უახლოვდება იმავე პერიოდში ქრისტიანობის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილ სხვა დამწერლობებს — სომხურს, კოპტურს და სხვ.
ასომთავრულის გრაფიკული სისტემა მარტივი გეომეტრიული ელემენტების — წრისა და სწორი ხაზისგან არის ნაწარმოები. ყველა ასო-ნიშანი ერთი სიმაღლისაა და მათი დაწერილობა რთული მოხაზულობისაა: ისინი ხელის რამდენიმე აღებით სრულდება. შემადგენელ ელემენტთა (ხაზები, წრეები) ერთმანეთთან დაკავშირება ყოველთვის მართი კუთხით ხდება. ერთადერთი გამონაკლისია ჯვარედინი ფორმის მქონე ჯ-ის აღმნიშვნელი ასო ნიშანი , რომელსაც ელენე მაჭავარიანი იესო ქრისტეს მონოგრამად მიიჩნევს და რომელიც ქართულ ანბანშიქრისტიანობის გავრცელების შემდეგ დამკვიდრდა. ელენე მაჭავარიანის აზრით, ჯ ასო იესო ქრისტეს ინიციალების გადაკვეთის შედეგადაა მიღებული:
ნუსხური
ნუსხური დამწერლობის მაგალითები IX საუკუნიდან გვხვდება. XI საუკუნემდე იგი უპირატესად „სასტრიქონოდ“ გამოიყენებოდა მთავრულთან ერთად. XII საუკუნიდან არსებობს ხელნაწერები, რომლებიც მთლიანად ნუსხურითააშესრულებული. ფართოდ გამოიყენებოდა XVIII საუკუნის ჩათვლით. ითვლება, რომ ნუსხური განვითარდა ბერძნული„სასტრიქონო“ დამწერლობის გავლენით (მისი სახეობა და არა ფორმა). ასომთავრულსა და ნუსხურს ერთად „ხუცურსაც“ უწოდებენ, რადგან ამ სახეობებით ძირითადად სასულიერო პირები, „ხუცები“ სარგებლობდნენ საეკლესიო საჭიროებისათვის.
ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის უკვე განვითარებული ფორმებიდან წარმოიშვა. VIII საუკუნეში დასრულდა მრგლოვანი მოხაზულობების რკალურ ფორმებზე გადასვლა და ზოგიერთ ასოში ორხაზოვანი სისტემის დარღვევა (, ). ნუსხურში ასოები ოთხ ხაზშია განაწილებული და ამდენად უკვე სხვადასხვა სიმაღლისაა. ნუსხური კუთხოვანი, სწრაფი, მარჯვნივ გადახრილი დამწერლობაა. ამასთანავე ასოები გაბმით იწერება. დამწერლობის ამ სახეს კურსივიც ეწოდება. ასოთა მოხაზულობაში უკვე თავს იჩენს ერთიანი კონტურის შექმნის ტენდენცია, რაც საბოლოოდ მხედრულ დამწერლობაში ჩამოყალიბდა. ბგერა „უ“, რომელიც ასომთავრულში ორი ასო-ნიშნით იწერებოდა, ნუსხურში გაერთიანებულია:
მხედრული
მხედრული — თანამედროვე ქართულ ანბანს ეწოდება. მაგალითები არსებობს XI საუკუნიდან და ითვლება, რომ იგი განვითარდა ხუცურიდან არაბული დამწერლობის სტილისა და კალიგრაფიის ძლიერი ზეგავლენით. მხედრული დამწერლობის ფორმები მარტივია. ასოთა მოხაზულობანი ისევ ვერტიკალზეა აგებული, მხოლოდ მათი კონტურები მომრგვალებულია და ერთიან მონახაზს ქმნის. ასოთა დაწერილობაში რამდენიმე ასო ნიშანს (ს, ძ, მ) შერჩა ასომთავრულის მოხაზულობა, უმრავლესობამ კი რთული გრაფიკული სახესხვაობა განიცადა. მხედრულის ოთხხაზოვან სისტემაში ასოთა მოხაზულობანი ასევე სხვადასხვა სიმაღლისაა. მხედრულისათვის 1728 წელსნიკოლოზ თბილელმა შექმნა „მხედრულის მთავრული“ ასოები.
ქართული დამწერლობის ილიასეული
რეფორმა
ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა თანამედროვე, ლიტერატურული ქართული ენის შექმნის ჩარჩოებში ჩაატარეს ქართული დამწერლობის უმნიშვნელოვანესი რეფორმა — როდესაც ანბანიდან ამოაგდეს მოძველებული 5 ასო, რომელიც ცოცხალ ქართულ ენაში აღარ გამოიყენებოდა:
- ჱ — ჰე
- ჲ — იოტა
- ჳ — ვიე
- ჴ — ხარი
- ჵ — ჰოე
თუმცა ამ ასოებით აღნიშნული ბგერები დღესაც გვხვდება ქართველურ ენებსა თუ დიალექტებში (ხევსურული, ფშაური, სვანური, ტაოური, იმერხეული, ფერეიდნული...).
თანამედროვე ქართული დამწერლობის გასავრცელებლად ი. ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა 1879 წელს დააარსეს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“.
ანბანი
ქართულ ანბანში ასოთა თანმიმდევრობა ბერძნული ანბანის მიხედვითაა დალაგებული. პირველი 25 ასო ზუსტად ემთხვევაბერძნული ანბანის ასოთა თანმიმდევრობას, მეორე ნაწილში კი თავმოყრილია ქართული ენისთვის დამახასიათებელი ის ასოები, რომელთა შესაფერისი ბგერები ბერძნულ ენაში არ მოიპოვება. (ღ, ყ, შ, ჩ, ც, ძ, წ, ჭ, ხ, ჴ, ჯ, ჰ, ჵ). ერთ–ერთი ძირითადი ფაქტორი, რაც მკვლევარებს ქართული ანბანის შექმნას ბერძნულისაგან აფიქრებინებს, სწორედ ანბანური რიგის საერთო წყობაა. ქვემოთ მოცემულია ცხრილი, რომელშიც არქაული ასოები ნაცრისფრადაა აღნიშნული.
რიცხვითი მნიშვნელობები
არაბული ციფრებით რიცხვების გამოხატვა საქართველოში უკვე X საუკუნეში გვხვდება, მაგრამ მაინც ციფრების საყოველთაოდ ხმარებამ გვიან მოიკიდა ფეხი. XVIII საუკუნემდე რიცხვების ჩასაწერად ანბანის ასოებს ხმარობნდენ (ისევე როგორც სხვა ევროპულ ანბანებში: ბერძნულში, სომხურში, კირილიცაში). ჩვეულებრივ გამოყენებული იყო მთელი ანბანი (უნის გამოკლებით): 37 ასოთაგან თითოეულს საკუთარი რიცხვითი მნიშვნელობა ჰქონდა მინიჭებული (რიცხვითი მნიშვნელობები იხილეთ ცხრილში). პირველი ცხრა ასო ერთეულებს აღნიშნავდა, მეორე ცხრა — ათეულებს, მესამე ცხრა — ასეულებს, მეოთხე — ათასეულებს, უკანასკნელი ასო ჵ კი — ათი ათასს. მაგალითისთვის, ქართული ასოებით 1852 ამგვარად ჩაიწერება: ჩყნბ — ჩ=1000, ყ=800, ნ=50, ბ=2; 1000+800+50+2=1852.
დამატებითი ასო-ნიშნები
ქართულ ანბანში, გარდა ისტორიული 38 ასოსი, არსებობს დამატებითი ნიშნებიც. ზოგიერთი მათგანი გამოიყენებოდა უცხოური ენებიდან შემოსული და დამკვიდრებული სიტყვების ჩასაწერად (მაგალითად: ჶილოსოჶია), თუმცა ახალი ასო-ნიშნები ანბანში ვერ დამკვიდრდა და დღეს მათ ნაცვლად კვლავ ტრადიციული ასოები გამოიყენება. ზოგიერთი დამატებითი ნიშანი კი დღესაც იხმარება ქართველურ ენებსა და დიალექტებში არსებული ისეთი ბგერების ჩასაწერად, რომლებიცლიტერატურულ ქართულში არ მოიპოვება. დამატებითი ასო ნიშნებია:
- ჷ — სვანურში, მეგრულსა და ლაზურში, აფხაზურსა და ოსურში, წარმოადგენს შუა რიგის ხმოვანს [ə].
- ჸ — მეგრულ ენაში — ყრუ ბგერაა, დაახლოებით ქართული ყ. ხორხისმიერ ყრუ ხშულ თანხმოვანს [ʔ] წარმოადგენს.
- ჶ — ლაზურსა და ოსურში — ლათინური „f“
- უ̌ — უ-ბრჯგუ — სვანურში, მეგრულსა და ლაზურში — უმარცვლო უ. ხშირად შეიძლება ჩაენაცვლოს ვ ან უ. იშვიათად ხმარობენ ძველი ქართული სიტყვების ჩასაწერადაც, მაგალითად — ჩუ̌ენ.
კალიგრაფია
ნუსხურში ასოები მაჯვნივაა გადახრილი და კუთხოვანი ფორმა აქვს. ისევე როგორც ასომთავრულში, ნუსხურშიც ასოთა ვერტიკალური ხაზები ჰორიზონტალურზე სქელია. ხშირია საერო და სასულიერო პირთა სახელების, ასევე რელიგიური მნიშვნელობის სიტყვების დაქარაგმება. ნუსხურში იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება ორი და სამი წერტილით გამოყოფილი სიტყვები (მაგალითად სვეტიცხოვლის გულანი 1681 წ.), უმეტეს ხელნაწერში კი სიტყვებს შორის ცარიელი დაშორებებია. ზოგიერთი ხელნაწერი შესრულებულია ორგვარი, შავი და წითელი მელნით.
მხედრული სპეციალურად საერო პირებისთვის, სწრაფად წერისათვის იყო განკუთვნილი, რის გამოც დროთა განმავლობაში განვითარდა ასოთა გადაბმის რთული სისტემა (მაგ. — „ეს“, — „ელ“, — „ყო“). ამ სისტემის შექმნა გარკვეულწილად განაპირობა იმანაც, რომ მხედრული კალიგრაფია არაბულის ზეგავლენით შეიქმნა, რომელშიც თითქმის ყველა ნიშნის ერთმანეთზე გადაბმაა შესაძლებელი. ასოთა გადაბმის ზოგიერთი ხერხი დღევანდელ თანამედროვე მხედრულშიც შემორჩა. XI—XVII საუკუნეების მხედრულ ნაწერებში სიტყვები კვლავ ორი ან სამი წერტილითაა გამოყოფილი და ზოგიერთი სიტყვა წითელი კალმითაა დაწერილი. შემდგომი ხანის ხელნაწერებში კი სიტყვებს შორის უბრალოდ ცარიელი დაშორებებია.
წითელ მელანს ქართულ ხელნაწერებში გარდა დეკორატიულისა, ფუნქციური დატვირთვაც ჰქონდა. გადამწერები წითლად გამოყოფდნენ ტექსტის ძირითად სათქმელს, უმნიშვნელოვანეს ფრაზებს. ზოგიერთ ხელნაწერში (ძირითადად მხედრულში) წითელი მელანი, ერთგვარად, სასვენი ნიშნების როლსაც ითავსებს. მაგალითად, ახალი აბზაცის ან წინადადების პირველი სიტყვა წითელი მელნით იწერებოდა. ვეფხისტყაოსნის ხელნაწერ გამოცემებში ყოველი სტოფის პირველი სიტყვა და ყოველი ტაეპის პირველი ასო წიტელი მელნითაა შესრულებული.
საბეჭდი შრიფტები
პირველი ქართული ნაბეჭდი ქართული წიგნი, „ქართული ანბანი ლოცვებითურთ“ 1629 წელს ქალაქ რომში გამოიცა. წიგნში წარმოდგენილია ქართული მხედრული ანბანი, ლოცვები, მრწამსი, ათი მცნება და ღვთისმშობლის საგალობლები ქართულად და ასევე ლათინურ ენაზე ქართული ტრანსკრიფციით. ამ წიგნისათვის ქართული შრიფტი შექმნა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა (ნიკოფორე ირბახი), რომელიც თეიმურაზ I-ის ელჩი იყო იტალიაში.
თბილისში პირველი სტამბა 1708—1709 წლებში დაარსდა ვახტანგ VI-ის დროს, რის გამოც ამ სტამბას ვახტანგ VI-ის სტამბა ეწოდება. ვახტანგ VI-ის სტამბაში პირველად დაიბეჭდა „სახარება“. სტამბას ჰქონდა რამდენიმე ფორმის შრიფტი: ქართული ხუცური (ასომთავრული, ნუსხური), მხედრული, ბერძნული და ლათინური; ერთსა და იმავე დროს იყენებდნენ როგორც შავს, ისე წითელ საღებავს. წიგნებში ჩართულია სურათები (გრავიურით). სტამბაში მოღვაწეობდნენ ცნობილი ოსტატები: ნ. ორბელიანი, იგივე ნ. თბილელი (ს. ორბელიანის ძმა), გერმანე მღვდელმონაზონი, კვიპრიანე სამთავნელი და სხვანი. ვახტანგის სტამბის ქართული შრიფტი, ერთ-ერთი გადმოცემითანთიმოზ ივერიელს ეკუთვნის.
1749-1802 წლებში თბილისში ფუნქციონირებდა ერეკლე II-ის სტამბა. ძველი ქართული ნაბეჭდი ორიგინალური ლიტერატურის უმეტესი ნაწილი გამოცემულია ერეკლეს სტამბაში (ანტონ I კათოლიკოსის „ქადაგება“, „შესხმა პირველი ახლისა ამის წიგნი-საბეჭდისა“ და სხვა).
დღეს უკვე თითქმის ყველა გამოცემა ბეჭდურია. თანამედროვე ბეჭდურ წიგნებსა და გამოცემებში ძირითადად მხედრულის საფუძველზე შექმნილი შრიფტებია გამოყენებული.
ქართული ენა — ქართველების მშობლიური ენა, საქართველოს სახელმწიფო ენა (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მის პარალელურად, სახელმწიფო ენად აღიარებულია აფხაზური ენა). ქართულ ენაზე 5 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს.
Harrah's Ak-Chin Casino - MapyRO
ReplyDeleteHarrah's Ak-Chin 문경 출장샵 Casino has 777 rooms in two towers and 충청남도 출장안마 is located in the Harrah's 아산 출장마사지 Rincon Indian Casino and is part 서울특별 출장안마 of 용인 출장안마 the Caesars Entertainment Corporation.